ავტორიზაცია

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის ასისტი და სლოვანის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე!

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის ასისტი და სლოვანის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე!
თარიღი 21 ივლ 2022, 00:28

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა საინტერესო მატჩი "ფერენცვაროშსა" და "სლოვან ბრატისლავას" შორის.

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს.

სამაგიეროდ, "ფერენცვაროშმა" ანგარიში მატჩის 70-ე წუთზე გახსნა.

ბოლო 10 წუთი "სლოვანისთვის" დიდებული გამოდგა. 81-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი ჩაკვეტაძის პასით ბარსეგიანმა გაათანაბრა და "სლოვანმა" სტუმრად 1:2 მოიგო.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, ბრატისლავაში შედგება.