ავტორიზაცია

დიბალას რომაში მიზერული გამოსასყიდი თანხა ექნება, თუმცა ერთი პირობით

დიბალას რომაში მიზერული გამოსასყიდი თანხა ექნება, თუმცა ერთი პირობით
თარიღი 21 ივლ 2022, 17:17

ცნობილი გახდა პაულო დიბალას მიერ „რომასთან“ გაფორმებული 3-წლიანი კონტრაქტის დეტალები.

28 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ გუნდთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

როგორც ჯანლუკა დი მარციო წერს, დიბალას გამოსასყიდი თანხა მხოლოდ და მხოლოდ 20 მილიონი ევრო იქნება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუნდი ამ თანხას გადაიხდის, „რომას“ შეეძლება ტრანსფერი ფეხბურთელისთვის ხელფასის მომატებით ან კონტრაქტის განხაგრძლივებით დაბლოკოს.

შეგახსენებთ, რომ დიბალამ „იუვენტუსი“ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და რამდენიმე დღის წინ „რომასთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.