ავტორიზაცია

პრაქტიკულად უშანსოდ - დინამო ბათუმი პოლონეთში განადგურდა

პრაქტიკულად უშანსოდ - დინამო ბათუმი პოლონეთში განადგურდა
თარიღი 21 ივლ 2022, 22:06

უეფა კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში „დინამო ბათუმი“ პოლონეთში განადგურდა.

ბათუმური გუნდის მეტოქე პოლონური „ლეხ პოზნანი“ იყო, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 5:0 იმარჯვა.

მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაინაღდეს - 3:0, მეორეში კი ქართულ გუნდს კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და დიდწილად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა პრაქტიკულად გადაწყვიტეს.

საპასუხო მატჩი 28 ივლისს ბათუმში გაიმართება.