VIDEO: საბურთალომ მძიმე ბრძოლაში სტიაუა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი მოიპოვა
თბილისში გამართულ მატჩში „საბურთალომ“ კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში რუმინული „სტიაუა“ დაამარცხა.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და „საბურთალოს“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა და ქართულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი დაუტოვა.
საპასუხო მატჩი 28 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.