ავტორიზაცია

"არცერთი წამით არ გვეშინია და ქართული ფეხბურთის რეპუტაციისთვის ვიბრძვით", - საბურთალოს მწვრთნელი

"არცერთი წამით არ გვეშინია და ქართული ფეხბურთის რეპუტაციისთვის ვიბრძვით", - საბურთალოს მწვრთნელი
თარიღი 22 ივლ 2022, 00:59

"სტიაუასთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ გააკეთა.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს იმ თავდადებისთვის, რაც მათ დღევანდელ მატჩში ჰქონდათ. ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

რა თქმა უნდა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, წინ განმეორებითი მატჩია და დასრულებული ჯერ არაფერია.

ხვალ დავისვენებთ და ზეგიდან ამ მატჩისთვის ვარჯიშს დავიწყებთ. სამწუხაროა, რომ ბათუმმა წააგო. გათავისებული გვაქვს ისიც, რომ ქართული ფეხბურთის რეპუტაცია უნდა დავიცვათ, ყველაზე კარგი შანსი ჩვენ გვაქვს.

ჩვენ კი არცერთი წამით შეგვეშინდება და ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ნოზაძემ.