ავტორიზაცია

რაფინიას ტრანსფერის ახალი დეტალები — რა თანხის გადახდა მოუწევს ბარსელონას?

რაფინიას ტრანსფერის ახალი დეტალები — რა თანხის გადახდა მოუწევს ბარსელონას?
თარიღი 22 ივლ 2022, 11:43

ცნობილი გახდა გარემარბ რაფინია დიასის "ლიდსიდან" "ბარსელონაში" განხორციელებული ტრანსფერის ახალი დეტალები.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" ბრაზილიელის ტრანსფერი 58+10 მილიონი ევრო დაუჯდება. თუმცა, როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca წერს, "ლურჯ-ბროწეულისფრები" შედარებით ნაკლებს გადაიხდიან - 48+12 მლნ ევრო.

ამასთანავე, არსებული ცნობით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ბონუსების გააქტიურება საკმაოდ რთული იქნება. ბონუსების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.

დანარჩენი მიზნების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ტიტულის დაუფლების გარეშე დამატებითი გადახდების პუნქტი ძალაში არ შევა.

ასე და ამგვარად, თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რაფინიას ტრანსფერი მხოლოდ 48 მილიონი დაუჯდება.