ბათუმის ფანები ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან: "გარიგებულ მატჩებში მხილებული მოთამაშე არ გვინდა"
თითქმის გადაწყვეტილია, რომ გორის "დილას" ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს.
კლუბის ოფიციალური ფან-კლუბი კი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ტრანსფერის წინააღმდეგია.
მოგეხსენებათ, 4 წლის წინ, ღუდუშაურს ბრალი მატჩების გარიგების ფატზე წაუყენეს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, სასამართლო მოიგო.
"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ რომ ბათუმის დინამოს სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის. ასევე გუშნდელ „მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას", - შავი ზღვის პირატები.