ავტორიზაცია

"მედია ყოველთვის სიტუაციის გამწვავებას ცდილობს", - ჰქონდა თუ არა მანეს სალაჰთან კონფლიქტი?

"მედია ყოველთვის სიტუაციის გამწვავებას ცდილობს", - ჰქონდა თუ არა მანეს სალაჰთან კონფლიქტი?
თარიღი 22 ივლ 2022, 17:35

"ბაიერნის" ახალწვეულის, სადიო მანეს თქმით, "ლივერპულის" გარემარბ მოჰამედ სალაჰთან კონფლიქტი არ ჰქონია.

"ზოგჯერ ამბობენ, რომ ჩემსა და სალაჰს შორის დაპირისპირება იყო, თუმცა, იცით, არა მგონია, რომელიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი მქონდეს, სიმართლე გითხრათ".

"კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიმოწერა გვაქვს. ვფიქრობ, მედია ყოველთვის სიტუაციის გამწვავებას ცდილობს".

"ურთიერთობას არა მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან, არამედ ჩემს ირგვლივ მყოფ ყველა მოთამაშესთან ვამყარებ. შეგიძლიათ ამის შესახებ კლუბის ნებისმიერ წევრს ჰკითხოთ. ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს", - ციტირებს სენეგალელის სიტყვებს Goal.com-ი.

მოგეხსენებათ, მანე "ბაიერნში" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა, მიუნხენელებმა "ლივერპულს" მის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო გადაუხადეს.