ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალმა ზინჩენკოს ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: არსენალმა ზინჩენკოს ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 22 Jul 2022, 21:41

„მანჩესტერ სიტის“ მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო „არსენალში“ გადავიდა.

„მეთოფეებმა“ უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ზინჩენკომ გუნდთან მრავალწლიანი კონტრატქი გააფორმა.

კლუბები ფინანსურ მხარეს არ ასახელებენ, მაგრამ იწერებოდა, რომ ზინჩენკოს სანაცვლოდ „სიტი“ 30+2 მილიონ ფუნტს მიიღებს.

25 წლის ფეხბურთელი „სიტიში“ 2017/18-სეზონიდან თამაშობს, თავიდან ის გუნდში შემტევი ნახევარმცველის სტატუსით მოვიდა, თუმცა პეპ გვარდიოლას ხელში მარცხენა მცველად გადაკვალიფიცირდა.