ავტორიზაცია

ჟორჟინიო: "სისულელეა ის წესი, რომ ევროს გამარჯვებული მუნდიალზე პირდაპირ ვერ ხვდება"

ჟორჟინიო: "სისულელეა ის წესი, რომ ევროს გამარჯვებული მუნდიალზე პირდაპირ ვერ ხვდება"
თარიღი 23 ივლ 2022, 10:27

იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჟორჟინიო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წესებით უკმაყოფილოა.

მოგეხსენებათ, ევროპის მოქმედი ჩემპიონები საკვალიფიკაციო რაუნდის ფლეი ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდნენ და ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებენ.

"სისულელედ ვთვლი იმას, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მუნდიალზე პირდაპირ ვერ ხვდება. დაურეკეთ ფიფას, უეფას, გაიგეთ მიზეზი, ჯანდაბა...".

"შეიძლება ადრინდელზე აღშფოთებული ვარ იმის გამო, რომ ყატარში ვერ გავემგზავრებით, მაგრამ გამარჯვებისთვის კვდები და მაინც შესარჩევ ტურნირში გიწევს მონაწილეობის მიღება".

"მაშინ რისთვის მოვიგეთ ევრო? ეს გამარჯვება გამარჯვებისთვისაა? ევროპა ლიგის გამარჯვებული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ხვდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მწვერვალია, მასზე ზემოთ აღარაფერია".

"გამოდის, რომ ევროს, კოპა ამერიკას, აზიის თასს იგებ, მაგრამ მუნდიალზე პირდაპირ ვერ გადიხარ. ეს უბრალოდ სისულელეა", - ციტირებს ჟორჟინიოს სიტყვებს Globo Esporte.