ავტორიზაცია

მარსელოს მსურველთა რიგი უდგას — სად გააგრძელებს კარიერას რეალის ყოფილი მცველი?

მარსელოს მსურველთა რიგი უდგას — სად გააგრძელებს კარიერას რეალის ყოფილი მცველი?
თარიღი 23 ივლ 2022, 11:21

"რეალის" ყოფილმა მარცხენა მცველმა, მარსელომ კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ბრაზილიელს "ლაციომ" მიმართა, რათა გაერკვია, აპირებს თუ არა ასპარეზობის უმაღლეს დონეზე გაგრძელებას.

თავდაპირველად ფეხბურთელს ყატარული, თურქული და არაბული კლუბები დაუკავშირდნენ, თუმცა შემდეგ ევროპული გუნდების მხრიდანაც გაჩნდა ინტერესი. თავად მარსელოს ევროპაში დარჩენა უნდა.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლაციომ" ესპანეთის ჩემპიონატიდან ორი ფეხბურთელი უკვე დაიმატა - მეკარე ლუიშ მაშიმიანუ, ვისშიც "გრანადას" 11,2 მილიონი ევრო გადაუხადა და ახალგაზრდა მცველი მარიო ხილი, რომლის სანაცვლოდაც "რეალმა" 6 მილიონი მიიღო.

გასულ სეზონში მარსელომ ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბის" მაისურით 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.