ავტორიზაცია

სიტის ახალწვეული: "პატივია, რომ ჩემი შეძენა იუნაიტედს უნდოდა, მაგრამ შანსი არ ჰქონდა"

სიტის ახალწვეული: "პატივია, რომ ჩემი შეძენა იუნაიტედს უნდოდა, მაგრამ შანსი არ ჰქონდა"
თარიღი 23 ივლ 2022, 12:18

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული, კელვინ ფილიპსი "ლიდსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის ვარიანტს არც კი განიხილავდა.

"იქ გადაბარგების პატარა შანსიც კი არ არსებობდა. იცით, რამდენად ერთგული ვარ "ლიდსის" მიმართ. მთელი ჩემი ოჯახი ამ კლუბს გულშემატკივრობს".

"დიდი პატივია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემი ყიდვა უნდოდა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, მაგრამ არა, "ლიდსის" ერთგული უნდა დავრჩენილიყავი და მანჩესტერის სხვა ნაწილში გადავსულიყავი".

"ეს უბრალოდ მე ვარ. მინდა შევინარჩუნო იმ ადამიანებისადმი ერთგულება, რომლებმაც მსოფლიოში საუკეთესო შესაძლებლობა მომცეს", - ციტირებს ფილიპსის სიტყვებს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტიმ" 26 წლის ინგლისელი მიმდინარე ზაფხულს 49 მილიონ ევროდ იყიდა.