ავტორიზაცია

ნეიმარი დუმილს არღვევს: "არ ვიცი, რა გეგმები აქვს პსჟ-ს ხელმძღვანელობას ჩემთან დაკავშირებით"

ნეიმარი დუმილს არღვევს: "არ ვიცი, რა გეგმები აქვს პსჟ-ს ხელმძღვანელობას ჩემთან დაკავშირებით"
თარიღი 23 ივლ 2022, 23:37

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსად წასვლას არ აპირებს.

"კვლავ კლუბში დარჩენა მინდა. ჯერჯერობით ხელმძღვანელობას ჩემთვის არაფერი უთქვამს, ამიტომაც არ ვიცი, რა გეგმები აქვს ჩემთან დაკავშირებით", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Le Parisien-ი.

მოგეხსენებათ, 30 წლის სუპერვარსკვლავი პარიზულმა კლუბმა 2017 წლის ზაფხულში "ბარსელონადან" დღემდე რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

ნეიმარს "პარი სენ ჟერმენთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა ღირსება 28 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.