ავტორიზაცია

..როცა ხელფასი მინიმალურია და კარიერას ასრულებ - რაზე სამუშაოდ მიდიან ქართველი ფეხბურთელები ამერიკაში?

..როცა ხელფასი მინიმალურია და კარიერას ასრულებ - რაზე სამუშაოდ მიდიან ქართველი ფეხბურთელები ამერიკაში?
თარიღი 24 ივლ 2022, 16:17

რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, რომ ქართულ კლუბებში ფინანსური კრიზისია, რასაც ზოგ გუნდში ფეხბურთელებისა და მწვრთნელის წასვლა მოჰყვა.

ბოლო პერიოდში კი ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ბევრი ქართველი ფეხბურთელი უზბეკეთსა თუ ყაზახეთში მიდის და მინიმალურ ხელფასზეც თანახმა არიან.

ამის მიზეზიც ქართულ გუნდებში შექმნილი სიტუაციაა და ის მიზერული თანხები, რასაც ისინი ხელფასებში იხდიან, ან საერთოდ არ იხდიან.

ბოლო წლებში კი წამოვიდა ტენდენცია, რომ ქართველ ფეხბურთელებს კარიერის დასრულება და ამერიკაში წასვლა უწევთ, ზოგი სატვირთო მანქანაზე მუშაობს, ზოგი კი სხვა საქმიანობას ეწევა და მათი ანაზღაურება მინიმუმ 5-ჯერ მეტია, ვიდრე ქართულ კლუბებში აღებული ხელფასი.

მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, გასულ წელს გორის "დილას" ორმა ფეხბურთელმა კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა. ათეულობით ქართველმა ფეხბურთელმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში დაბალ ხელფასზე, უპერსპექტივოდ თამაშს, უცხოეთში მუშაობა ამჯობინა.

კარგი იქნება, თუ ქართული კლუბები მინიმუმ იმ პირობებს მაინც შექმნიან, რომ ფეხბურთელს ისეთი დონის ქვეყნებში გაქცევა არ უნდოდეთ, როგორიც თუნდაც უზბეკეთია და ამერიკაში სხვა სფეროზე მუშაობა საფეხბურთო კარიერის დასრულებად უღირდეთ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი