ავტორიზაცია

ლაპორტა: "იმედი მაქვს, ბარსელონაში მესის ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა"

ლაპორტა: "იმედი მაქვს, ბარსელონაში მესის ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა"
თარიღი 24 Jul 2022, 17:36

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ს ღირსებას იცავს.

"მესი "ბარსასთვის" ყველაფერი იყო. ალბათ, კლუბის ისტორიაში საუკეთესოა, ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი. "ბარსას" ისტორიაში მასშტაბის მხრივ მისი შედარება მხოლოდ იოჰან კრუიფთან შეიძლება".

"მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად წავიდოდა. ამ გადაწყვეტილების მიღება იმ მემკვიდრეობის გამო მოგვიწია, რომელიც წილად გვხვდა".

"კლუბი ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე მაღლა დგას, მაგრამ ვიმედოვნებ, "ბარსაში" მესის ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ ისტორიის გაგრძელების თაობაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვაკისრია. უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა ყველაფრის ისე გაკეთება შეგვეძლება, როგორც უნდა ყოფილიყო".

"ამ ისტორიას უფრო ბრწყინვალე დასასრული უნდა ჰქონოდა", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ESPN Deportes-ი.