ავტორიზაცია

პსჟ თუ ინტერი? შკრინიარის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

პსჟ თუ ინტერი? შკრინიარის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
თარიღი 24 ივლ 2022, 22:20

მცველი მილან შკრინიარი, უდიდესი ალბათობით, „ინტერში“ დარჩება.

L’Equipe-ს ინფორმაციით, შანსი იმისა, რომ სლოვაკი მცველი „პსჟ-ში“ გადავა, სულ უფრო და უფრო მცირდება.

„ნერაძური“ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს ითხოვენ და ამ ფასის შემცირება არ სურთ, პარიზელები კი ამ თანხის გადახდას არ აპირებენ ფეხბურთელში, რომელსაც 2023 წელს კონტრაქტი ეწურება.

პარალელურად, „ინტერმა“ შკრინიართან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წამოიწყო და იმედი აქვს, რომ 27 წლის მცველი მილანურ გრანდში ამ სეზონის შემდეგაც დარჩება.

შკრინიარის ნაცვლად, „პსჟ“ „ლაიპციგის“ ფრანგი მცველის, ნორდი მუკიელეს ტრანსფერზე მუშაობს.