ავტორიზაცია

"როგორც ჩანს, კვლავ სიტი მოიგებს", - კლოპის პროგნოზი პრემიერ ლიგისთვის

"როგორც ჩანს, კვლავ სიტი მოიგებს", - კლოპის პროგნოზი პრემიერ ლიგისთვის
თარიღი 25 ივლ 2022, 00:55

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის ჩემპიონი ივარაუდა.

„გუნდის მთავარი მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. ეს სეზონის ბოლოს თავისთავად წარმატებაა. როცა მას მიაღწევ, სეზონის დასრულებამდე კი ჯერ კიდევ დროა, შეიძლება ტიტულისთვისაც იბრძოლო. თუმცა, თავდაპირველი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურია.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა შთამბეჭდავი იქნება, ეს ხომ პრემიერ ლიგაა. ვერც კი წარმომიდგენია, ვინ იბრძოლებს წელს ჩემპიონობისთვის.

როგორც ჩანს, ჩემპიონი კვლავ „მან სიტი“ გახდება. რომ არა ჩვენ (2020-ში), ამ გუნდს 5-6 ტიტული ზედიზედ ექნებოდა, რაც ამ ქვეყნისთვის სიგიჟეა.

ჩვენი მიზანი რაც შეიძლება უკეთ გამოსვლაა. რა გამოვა? ვნახოთ, ველოდები მოუთმენლად.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.