ავტორიზაცია

მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს — პსჟ-ში რენატუ სანჩეშის წლიური ხელფასის ოდენობა ცნობილია

მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს — პსჟ-ში რენატუ სანჩეშის წლიური ხელფასის ოდენობა ცნობილია
თარიღი 25 ივლ 2022, 17:17

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გამოიმუშავებს "ლილის" ნახევარმცველი, რენატუ სანჩეში "პსჟ"-ში ხელფასის სახით.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ასე და ამგვარად, 24 წლის პორტუგალიელი პარიზელებს შეუთანხმდა და მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო (+ ბონუსები) იქნება.

ახლა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ "ლილთან" უნდა მიაღწიოს კომპრომისს, ამ საკითხით ფეხბურთელის აგენტია დაკავებული.

გასულ სეზონში რენატუმ, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.