ავტორიზაცია

ვერნერმა ჩელსის დატოვება გადაწყვიტა და სასურველი გუნდი შეარჩია

ვერნერმა ჩელსის დატოვება გადაწყვიტა და სასურველი გუნდი შეარჩია
თარიღი 25 ივლ 2022, 22:05

გერმანელ თავდამსხმელს, ტიმო ვერნერს „ჩელსიში“ თამაში აღარ უნდა.

Leipziger Volkszeitung-ის ინფორმაციით, 26 წლის ფორვარდს „ლაიპციგში“ დაბრუნება სურს, რომელშიც 2016-2020 წლებში თამაშობდა. გერმანელი ფეხბუთელი „ჩელსიში“ თავისი პერსპექტივებით კმაყოფილი არ არის.

ვერნერის აზრით, პრემიერ ლიგის ზეწოლის შემდეგ, კარგად ნაცნობ გუნდსა და ჩემპიონატში დაბრუნებით ის სათამაშო ფორმას აღიდგენს და ისევ მოახერხებს ბუნდესლიგის ბომბარდირობისთვის ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ 2020-ში „ჩელსიმ“ ვერნერის სანაცვლოდ „ლაიპციგს“ 47.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა. 

იმისთვის, რომ ვერნერის ტრანსფერი რეალური გახდეს, გერმანულმა გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, პირველ რიგში ნორდი მუკიელე და ილაიშ მორიბა.