ავტორიზაცია

იუვენტუსმა ლივერპულს ფირმინოში 23 მილიონი ევრო შესთავაზა, რა პოზიცია უკავიათ ინგლისელებს?

იუვენტუსმა ლივერპულს ფირმინოში 23 მილიონი ევრო შესთავაზა, რა პოზიცია უკავიათ ინგლისელებს?
თარიღი 25 ივლ 2022, 22:16

„იუვენტუსმა“ „ლივერპულის“ ფორვარდს, რობერტო ფირმინოს დაუმიზნა.

Tutto Juve-ს ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა „ლივერპულს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო შესთავაზა.

მერსისაიდულებს ფირმინოს გაყიდვის საჭიროებაში ეჭვი ეპარებათ და ჯერჯერობით „იუვეს“ შეთავაზებაზე არც თანხმობა განუცხადებიათ და არც უარი უთქვამთ.

თუმცა, „იუვეს“ წისქვილზე წყალს ის ასხამს, რომ ფირმინოს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და თუ წელს ის არ გაიყიდება, მომავალ ზაფხულს გუნდიდან უფასოდ შეეძლება წასვლა.

დარვინ ნუნიესის 75+25 მილიონ ევროდ შეძენის შემდეგ, ფირმინოს სათამაშო დრო „ლივერპულში“ საგრძნობლად შემცირდება, რის გამოც მან შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. ამიტომ, ფეხბურთელი წასვლის წინააღმდეგი არ არის.