ავტორიზაცია

"შეშლილი სამყაროა", - იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესი დაიცვა

"შეშლილი სამყაროა", - იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესი დაიცვა
თარიღი: 25 ივლ 2022, 23:40

იურგენ კლოპმა ამხანაგური მატჩების შემდეგ, დარვინ ნუნიესის კრიტიკაზე ისაუბრა.

„ეს გუნდი საუკეთესოა იმათგან, რომელიც მყოლია, პირველ რიგში ახალწვეულების ადაპტაციის დახმარების კუთხით. მისი შესაძლებლობების ფორვარდს დრო დასჭირდება, რადგან ის განსხვავდება სტილით იმათგან, ვინც აქამდე გვყოლია.

ჩვენ „ბენფიკასნაირად“ არ ვთამაშობთ, ამიტომ ჩემი აზრით, ნუნიესს და სხვა ფეხბურთელებს შესაჩვევად დრო სჭირდებათ. მან პირველ ორ მატჩში ვერ გაიტანა, რომლებშიც ჯამში 50 თუ ცოტა მეტი წუთი გაატარა და ჩვენ უმალვე კრიტიკას წავაწყდით.

ეს შეშლილი სამყაროა. ამის შემდეგ, ის გამოდის და 4 გოლს იტანს და უცებ, ყველა სხვანაირად იწყებს ლაპარაკს. 

ის ძალიან კარგი ბიჭია, აქ ყოფნა მოსწონს, ჩვენი ესპანურენოვანი ფეხბურთელები ამს ეხმარებიან ის ინგლისურის შესწავლასაც შეუდგა, თავდაუზოგავად შრომობს, რათა ძირითადი გაიგოს - ყველაფერი სწორი მიმართლებით მიემართება.“ - აღნიშნა გერმანელმა მწვრთნელმა.