ავტორიზაცია

პოლ პოგბას მენისკის პრობლემები გამოუვლინდა - რამდენი გაუცდება ფრანგ ნახევარმცელს?

პოლ პოგბას მენისკის პრობლემები გამოუვლინდა - რამდენი გაუცდება ფრანგ ნახევარმცელს?
თარიღი 26 ივლ 2022, 10:22

„იუვენტუსის" ახალწვეული პოლ პოგბა სეზონის დასაწყისს გამოტოვებს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგს, დიდი ალბათობით, მენისკის პრობლემის გამო ოპერაცია დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში, მის გამოჯანმრთელებას ორი თვე დასჭირდება - სექტემბრის ბოლომდე, ან ოქტომბრის დასაწყისამდე.

უახლოეს პერიოდში, ფეხბურთელს სპეციალიზირებული ორთოპედიული გამოკვლევა ჩაუტარდება, რაც დაადგეს, სჭირდება თუ არა ფრანგ ნახევარმცველს ოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის ბოლოს კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა და „იუვენტუსში" დაბრუნდა, რომელშიც 2012-2016 წლებში თამაშობდა. 

პოლ პოგბას საუკეთესო გოლი იუვენტუსის რიგებში: