მენიე: "ბარსელონას ნეიმარის დიდი ფანი ვიყავი, პსჟ-ში კი მან თავისი მაგია დაკარგა"
„პსჟ-ს" ექს-მცველმა, ტომა მენიემ, გუნდში ნეიმართან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„უნდა ვაღიარო, რომ ნეიმარის დიდი ფანი ვიყავი, როცა ის „ბარსელონაში" თამაშობდა. მაგრამ „პსჟ-ში", ჩემი აზრით, მან თავისი მაგია დაკარგა. ძველ დონეზე დაბრუნება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ახლა რომ 10 წლის ვიყო, ჩემს ოთახს მისი პოსტერი დაამშვენებდა.
„პსჟ-მ" შემადგენლობიდან ლეონარდოს გადაწყვეტილებით მომკვეთა, რომელიც მაშინ სპორტული დირექტორი იყო. საქმე იმაში იყო, რომ მე კონტრაქტის გახანგრძლივება არ მინდოდა. ყველაფერმა ჩემ გარეშე ჩაიარა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალმაც, რომელში თამაშსაც, ვფიქრობ, ვიმსახურებდი.
პირადი თვალსაზრისით პარიზის დატოვება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. ჩემ შვილეს, მეუღლეს და მე პირადადაც, ქალაქი ძალიან მოგვწონდა და ამ ყველაფრის დანებება ადვილი არ იყო.
თუმცა, დროთა განმავლობაში ოჯახი სიახლეებს შეეჩვია." - აღნიშნა „დორტმუნდის" ბელგიელმა მცველმა, რომელიც „პსჟ-ში" 2016-2020 წლებში თამაშობდა.