ავტორიზაცია

ოფიციალურად: პარი სენ ჟერმენმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: პარი სენ ჟერმენმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 26 ივლ 2022, 20:21

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ "ლაიფციგის" მარჯვენა მცველის, ნორდი მუკიელეს ტრანსფერი დაადასტურა.

პარიზელებმა 24 წლის ფრანგის შეძენის შესახებ ოფიციალური საიტის მეშვეობით გამოაცხადეს. ფეხბურთელმა 2027 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ" ახალგაზრდა უკანახაზელში 12 მილიონ ევროს გადაიხდის.

მუკიელე "ლაიფციგში" 2018 წლიდან ირიცხებოდა, გერმანულ გუნდს იგი ფრანგული "მონპელიედან" შეუერთდა.

გასულ სეზონში ნორდიმ ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.