ლევანდოვსკი: "როდესაც ბარსელონაში თამაშობ, მუდმივად ტიტულებზე ფიქრობ"

"ბარსელონას" ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი კატალონიურ გრანდთან ერთად ტიტულების მოგებას გეგმავს.
"როდესაც "ბარსელონაში" თამაშობ, მუდმივად ტიტულებზე ფიქრობ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ", - აცხადებს 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი.
"ვიბრძოლებთ, ჩვენი პოტენციალის გათვალისწინებით. ეს სეზონი წინა სეზონზე უკეთესი იქნება".
"ყველა მეხმარება. აქ იმისათვის გადმოვედი, რათა მაქსიმუმი ვაჩვენო", - დასძინა ლევანდოვსკიმ Marca-სთან საუბრისას.
მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" გამოცდილი ფორვარდი ამ ზაფხულს "ბაიერნიდან" 45 მილიონ ევროდ იყიდეს, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.