ავტორიზაცია

ცნობილია, თუ რომელი პოზიციის გაძლიერებას აპირებს ბარსელონა კუნდეს ტრანსფერის დახურვის შემდეგ

ცნობილია, თუ რომელი პოზიციის გაძლიერებას აპირებს ბარსელონა კუნდეს ტრანსფერის დახურვის შემდეგ
თარიღი 26 ივლ 2022, 21:36

"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე "ბარსელონაში" შესაძლოა უახლოეს საათებში გადაბარგდეს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს 23 წლის ფრანგის ტრანსფერის დახურვა დღესვე სურს.

"ჩელსი" ანდალუსიელთა უკანახაზელისთვის აღარ იბრძვის, რადგან კუნდემ "ბლაუგრანასთვის" მიცემული სიტყვა შეასრულა. ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ მხოლოდ "ბარსაში" სურს გადასვლა.

ორშაბათს "ბარსა" "სევილიასთან" აქტიურ მოლაპარაკებებში ჩაერთო - ასეთი შეფერხება დროში განსხვავების გამო მოხდა, რადგან კლუბის მთელი ხელმძღვანელობა გუნდთან ერთად აშშ-ს ტურნეში იმყოფება.

"ბარსელონამ" 40+5 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა. ახლა კლუბი "სევილიას" თანხმობას ელოდება, რომელიც თავდაპირველად 50+5 მილიონს ითხოვდა. კატალონიელები ელიან, რომ კუნდე გუნდს აშშ-ში შეუერთდება.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ როგორც კი ეს ტრანსფერი დაიხურება, "ბარსელონა" დაცვის ხაზის ფლანგების გაძლიერებაზე დაიწყებს მუშაობას.