ავტორიზაცია

ჩელსი კუნდეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ სხვა მცველზე გადაერთო, ინტერმა ფასი დაასახელა

ჩელსი კუნდეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ სხვა მცველზე გადაერთო, ინტერმა ფასი დაასახელა
თარიღი 26 ივლ 2022, 21:59

"ჩელსი" "სევილიას" ცენტრალური მცველის, დენზელ დამფრისის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ "ინტერის" უკანახაზელ დენზელ დამფრისზე გადაერთო.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ლონდონური კლუბი "ნერაძურის" დაუკავშირდა, რათა გაეგო, ხელმისაწვდომია თუ არა ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

"არისტოკრატებმა" 26 წლის უკანახაზელისადმი ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ გამოიჩინეს, როცა მილანურ გრანდთან თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს იჯარაზე იწყებდნენ მოლაპარაკებებს. "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კლუბის ხელმძღვანელობას დამფრისის ბელგიელის ტრანსფერში ჩართვაც კი სთხოვა, მაგრამ იმ მომენტში შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ახლა, როცა "სევილიას" მცველი, ჟიულ კუნდე "ბარსაში" გადასვლასთანაა ახლოს, "ჩელსი" დუმფრისის ვარიანტს მიუბრუნდა. "ინტერი" ამ უკანასკნელის სანაცვლოდ არანაკლებ 40 მილიონ ევროს ითხოვს. ამ ზაფხულს კლუბიდან უკვე წავიდა ივან პერიშიჩი, ამიტომაც იტალიის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ვინგბეკის პოზიცია ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის. "ნერაძურის" ამ ზონის გასაძლიერებლად ფეხბურთელის ყიდვა მოუწევს, თუ დუმფრისიც წავა და მის სანაცვლოდ დიდი ფულის მიღება უნდა.

თუ "ინტერში" მილან შკრინიარი დარჩება, მაშინ შესაძლოა კლუბმა ჰოლანდიელის თაობაზე წინადადებები განიხილოს.

გასულ სეზონში დენზელმა ყველა ტურნირზე ერთად მილანელთა რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.