ავტორიზაცია

საინტერესო დეტალები — რომ არა ხავი, კუნდე უკვე ჩელსის ფეხბურთელი იქნებოდა

საინტერესო დეტალები — რომ არა ხავი, კუნდე უკვე ჩელსის ფეხბურთელი იქნებოდა
თარიღი 26 ივლ 2022, 23:15

"სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ტრანსსფერში გადამწყვეტი როლი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხავის მონაწილეობამ იქონია.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.

42 წლის სპეციალისტი ფრანგთან კავშირს ინარჩუნებდა, სთხოვდა მოეთმინა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეთავაზებას დალოდებოდა.

შედეგად, 23 წლის ფეხბურთელმა არჩევანი "ბარსას" სასარგებლოდ გააკეთა, "ჩელსიში" ტრანსფერი კი ჩაიშალა.

შეგახსენებთ, კუნდეს შეძენა "ბლაუგრანას" ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. როგორც იწერება, კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.