ავტორიზაცია

დიბალა: "ფეხბურთი შეიცვალა – არიან ძლიერი და სწრაფი მოთამაშეები, მაგრამ ნაკლებად ვხედავთ ლამაზ მატჩებს"

დიბალა: "ფეხბურთი შეიცვალა – არიან ძლიერი და სწრაფი მოთამაშეები, მაგრამ ნაკლებად ვხედავთ ლამაზ მატჩებს"
თარიღი 27 ივლ 2022, 11:42

"რომას" ახალწვეულმა, პაულო დიბალამ თანამედროვე ფეხბურთში მომხდარი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. არიან ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები, მაგრამ ლამაზ მატჩებს ნაკლებად ვხედავთ".

"მაგრამ მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია, გამარჯვება მინდა და ეს უნდა იყოს ჩემი მთავარი მიზანი".

"საკუთარი თვისებები მაქვს, ჩემს თამაშს ვითამაშებთ, რათა თანაგუნდელებს დავეხმარო", - ციტირებს დიბალას სიტყვებს Sportmediaset-ი.

მოგეხსენებათ, 28 წლის არგენტინელი "რომას" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, "იუვენტუსთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.