ავტორიზაცია

ბარსელონამ კუნდეს ტრანსფერში დეპაის ჩართვა მოინდომა, სევილიას პასუხმა არ დააყოვნა

ბარსელონამ კუნდეს ტრანსფერში დეპაის ჩართვა მოინდომა, სევილიას პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 27 ივლ 2022, 13:46

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "სევილიას" თავდამსხმელი, მემფის დეპაი შესთავაზა და უარი მიიღო, წერს ცნობილი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

კატალონიურ გრანდს ჰოლანდიელის ჩართვა მცველ ჟიულ კუნდეს ტრანსფერში უნდოდა, მაგრამ ანდალუსიელები ამ ვარიანტმა არ დააკმაყოფილა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ დეპაის ახალი კლუბის მოძებნა ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთელ სეზონს თადარიგში გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის შემტევი "ბლაუგრანას" 2021 წლის ზაფხულში "ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მისი კონტრაქტი მომავალ წლამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში დეპაიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.