ავტორიზაცია

კუნდეს ბარსაში ტრანსფერის ყველა დეტალი: სატრანსფერო ღირებულება, კონტრაქტის ხანგრძლივობა, ხელფასი

კუნდეს ბარსაში ტრანსფერის ყველა დეტალი: სატრანსფერო ღირებულება, კონტრაქტის ხანგრძლივობა, ხელფასი
თარიღი 27 ივლ 2022, 21:31

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გამოიმუშავებს "ბარსელონაში" ხელფასის სახით "სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე.

როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, 23 წლის ფრანგს კატალონიელები წლიური ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს გადაუხდიან. კონტრაქტი 5 წელიწადზე იქნება გათვლილი.

კლუბებმა უკვე ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს, ახლა კი მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებაღა დარჩა, რაც უახლოეს საათებში უნდა მოხდეს.

გარიგება 50 მილიონ ევროდ ფასდება, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული. Diario Sport-ის ცნობით, დამატებითი თანხიდან 5 მილიონს ანდალუსიელები ადვილად მიიღებენ.

კუნდეს შეძენა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხავის განსაკუთრებული სურვილი იყო. გარიგების დახურვის შემდეგ, გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ესპანელი სპეციალისტის მოთხოვნები ბოლომდე შესრულდება.