ავტორიზაცია

ფოტო: ბენზოხერხით შეიჭრა და ბოძები დააზიანა - იენს ლემანი სერიოზულ შარში გაეხვა

ფოტო: ბენზოხერხით შეიჭრა და ბოძები დააზიანა - იენს ლემანი სერიოზულ შარში გაეხვა
თარიღი 27 ივლ 2022, 22:12

გერმანიის ნაკრების ყოფილ მეკარეს, იენს ლემანს, ბრალი სხვისი საკუთრების დაზიანებაში დაედო.

Bild-ის ინფორმაციით, 52 წლის ყოფილი ფეხბურთელი მდინარე შტარნბერგერ-ზეს სიახლოვეს უძრავი ქონების მფლობელია და ერთ-ერთ მეზობელთან ავტოფარეხის გამო კონფლიქტობს. ლემანის აზრით, ეს კონსტრუქცია ნაწილობრივ მის მონაკვეთზე დგას და უნდა მოიშალოს.

ახლახანს, ექს-ფეხბურთელის სხვის ტერიტორიაზე ბენზოხერხით შეიჭრა და მოანგრია ბოძები, რომელიც ავტოფარეხის სახურავს ამაგრებდა.

მომხდარი ფაქტი დააფიქსირა ვიდეოკამერამ, იენსმა მისი გაყვანილობები დააზიანა, თუმცა კამერამ ჩაწერა აკუმლატორის დახმარებით გააგრძელა.

მეზობლის საკუთრებისადმი მიყენებული ზიანი რამდენიმე ასეულობით ევროთი შეფასდა. მეზობლებმა უმალვე მიმართეს პოლიციას, რომელიც ახლა ცდილობს დაადგინოს, აქვს თუ არა ლემანს რაიმე კავშირი ამ ავტოფარეხზე წარსულში მიყენებულ დაზიანებებთან.

Jens Lehmann geht auf Nachbar-Garage los: Wut-Rausch mit Kettensäge |  Regional | BILD.de