ავტორიზაცია

კესიე: "რატომ ავირჩიე ბარსა? როცა ეს კლუბი გეძახის, ეჭვი არ გეპარება"

კესიე: "რატომ ავირჩიე ბარსა? როცა ეს კლუბი გეძახის, ეჭვი არ გეპარება"
თარიღი 28 Jul 2022, 16:10

ნახევარმცველმა ფრანკ კესიემ, რომელიც „მილანიდან" „ბარსელონაში" გადავიდა, თავისი არჩევანი განმარტა.

„თბილად დამხვდნენ, ყველაფერი კარგადაა - აქაურობა მეორე ოჯახივითაა, დიდი სიყვარულით შემეგებნენ და ყველა ეცადა, ადაპტაცია მაქსიმალურად გაემარტივებინათ. თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ყველაფერი კარგადაა.

ვერ ვიტყოდი, რომ „ბარსელონას" სტილმა გამაკვირვა. გვერდიდანაც ჩანს, რომ ეს უდიდესი და საოცნებო გუნდია. „ბარსელონას" აქვს იდენტობა, რომელიც არასდროს იცვლება და იგივე რჩება. ბურთს უნდა ფლობდე და ტექნიკურად მოეპყრო. ყველა ფეხბურთელი, ვინც „ბარსაშია" შეკრებილი, ძალიან ძალიან მაგარია.

„ბარსელონა" გამარჯვებებისთვის შექმნილი გუნდია. როცა ის გეძახის, ეჭვი არ გეპარება, ჩემთვის ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელსაც ბევრი ახალწვეული ჰყავს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდს გაუმჯობესებაში დავეხმაროთ." - აღნიშნა „მილანის" ექს-ფეხბურთელმა.