ავტორიზაცია

ლიდერების წასვლის შემდეგ, გაგრამ პირველი ტრანსფერი განახორციელა

ლიდერების წასვლის შემდეგ, გაგრამ პირველი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 28 ივლ 2022, 16:42

ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, "გაგრა" ყველა ლიდერმა დატოვა.

გუნდი შეკრებაზეა და სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას განაგრძობს.

ჩვენი ინფორმაციით, კლუბს ახლაგაზრდა თავდამსხმელი გიორგი ლომთაძე შეუერთდა.

ლომთაძე წელს გორის "დილაში" თამაშობდა, გასულ სეზონში კი "სამტრედიაში" გამოდიოდა. ამასთან ერთად, ლომთაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია.

20 ტურის შემდეგ, "გაგრას" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი