ავტორიზაცია

ნაპოლის მწვრთნელი კვარაცხელიაზე: "მისი ტექნიკური მონაცემებით გაოცებული ვარ"

ნაპოლის მწვრთნელი კვარაცხელიაზე: "მისი ტექნიკური მონაცემებით გაოცებული ვარ"
თარიღი 28 ივლ 2022, 17:03

ამხანაგურ მატჩში "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმი ითამაშა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"მისი ტექნიკური მონაცემებით გაოცებული ვარ. ხვიჩას შეუძლია როგორც მეტოქის მოტყუება, ისე ბურთის დიდებული ფლობა.

ამ მატჩში კვარაცხელიას იღბალი დააკლდა, თორემ მორიგ გოლს გაიტანდა", - აცხადებს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი.