ავტორიზაცია

საქართველოს ჩემპიონმა ევროთასებზე ასპარეზობა წარუმატებლად დაასრულა

საქართველოს ჩემპიონმა ევროთასებზე ასპარეზობა წარუმატებლად დაასრულა
თარიღი 28 ივლ 2022, 23:02

 ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ „დინამო ბათუმმა“ კონფერენც ლიგის შესარჩევი ეტაპის საპასუხო მატჩში პოლონურ „ლეხ პოზნანს“ დაუპირისპირდა.

ორმატჩიანი დუელის ინტრიგა ჯერ კიდევ პირველ მატჩში ჩაცხრა, როცა ჩვენდა სამწუხაროდ ქართული გუნდი 0:5 განადგურდა და დღეს, მხოლოდ სასწაულის იმედი თუ გვექნებოდა.

ეს სასწაული სამწუხაროდ არ შედგა და საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირებზე გამოსვლა წარუმატებლად დაასრულდა.

დღევანდელი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 64-ე წუთზე ირაკლი აზაროვის პასით ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, თუმცა სტუმრებმა ანგარიში 12 წუთში გაათანაბრეს და ტაბლოზე მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.