ავტორიზაცია

საბურთალო მძიმე ბრძოლაში დამარცხდა - ევროტურნირებს ყველა ქართული კლუბი გამოეთიშა

საბურთალო მძიმე ბრძოლაში დამარცხდა - ევროტურნირებს ყველა ქართული კლუბი გამოეთიშა
თარიღი 28 ივლ 2022, 23:40

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდა.

მოგეხსენებათ, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი თბილისში შედგა და ჩვენი გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

განმეორებით მატჩში, ლაშა ნოზაძის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს გაუშვა.

მეორე ტაიმი კი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. "სტიაუამ" მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა გოშთელიანმა სხვაობა შეამცირა,

იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა "სტიაუამ" კიდევ ორი გოლი გაგვიტანა, 4:2 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ასე და ამგვარად, წელსაც ევროტურნირებს ყველა ქართული კლუბი გამოეთიშა.