ავტორიზაცია

ბარსელონას მცველი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა — AS

ბარსელონას მცველი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა — AS
თარიღი 29 ივლ 2022, 12:46

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ოსკარ მინგესა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კატალონიურ გრანდს დატოვებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.

როგორც იწერება, ტრანსფერის თაობაზე "სელტასა" და "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.

პოტენციური გარიგება დაახლოებით 3 მილიონ ევროდ ფასდება.

2021/22 წლების სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის ეგიდით "ბარსას" ღირსება 19 მატჩში დაიცვა.