ავტორიზაცია

პსჟ-მ და ინტერმა მორიგი შეხვედრა გამართეს — რამდენად მაღალია შკრინიარის ტრანსფერის ალბათობა?

პსჟ-მ და ინტერმა მორიგი შეხვედრა გამართეს — რამდენად მაღალია შკრინიარის ტრანსფერის ალბათობა?
თარიღი 29 ივლ 2022, 13:05

ჯერ კიდევ არსებობს შანსები იმისა, რომ "ინტერის" მცველი, მილან შკრინიარი ამ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდეს.

როგორც Foot Mercato-ს ჟურნალისტი, სანტი აუნა იტყობინება, კლუბების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გარიგების დახურვის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

აქამდე არსებული ცნობით, "ინტერის" ხელმძღვანელობა 27 წლის სლოვაკს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

2021/22 წლების სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე ერთად "ნერაძურის" მაისურით 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.