ავტორიზაცია

ალექსის სანჩესი ახალ კლუბთან შეთანხმებასთან ახლოსაა, მაგრამ არსებობს ერთი დაბრკოლება

ალექსის სანჩესი ახალ კლუბთან შეთანხმებასთან ახლოსაა, მაგრამ არსებობს ერთი დაბრკოლება
თარიღი 29 ივლ 2022, 13:34

"ინტერის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი "მარსელთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, იტყობინება გამოცემა La Provence.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულ კლუბს ჩილელის გადაბირება უნდა და კონტრაქტის პირობების თაობაზე მხარეების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

თუმცა, როგორც აღინიშნება, ტრანსფერის დასახურად 33 წლის სამხრეთამერიკელს "ნერაძურისთან" 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის გაწყვეტაზე მოუწევს შეთანხმება.

მოგეხსენებათ, ალექსისი "ინტერში" 2020 წლის სექტემბრიდან ირიცხება, გუნდს იგი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" უფასოდ შეუერთდა.

გასულ სეზონში სანჩესმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.