ავტორიზაცია

ნაპოლი იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევს შეუთანხმდა — კონტრაქტის პირობებიც გასაჯაროვდა

ნაპოლი იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევს შეუთანხმდა — კონტრაქტის პირობებიც გასაჯაროვდა
თარიღი 29 ივლ 2022, 14:24

"ნაპოლის" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "სასუოლოს" შემტევი ნახევარმცველის, ჯაკომო რასპადორის შეძენას გეგმავს.

როგორც ცნობილი ინსაიდერი, ნიკოლო სკირა იტყობინება, ნეაპოლელები 22 წლის ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს ჩამოდიან. თავის მხრივ, "სასუოლო" უფრო დიდ თანხას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევისგან თანხმობა უკვე მიიღო და 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს გაუფორმებს. მისი წლიური ხელფასი 2,5 მილიონი იქნება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "სასუოლოს" აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

გასულ სეზონში რასპადორიმ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.