ავტორიზაცია

"არწივების ადგილი სპორტულ ღონისძიებებში არ არის", - ბენფიკას სიმბოლოდ ფრინველის გამოყენების შეჩერებისკენ მოუწოდეს"

"არწივების ადგილი სპორტულ ღონისძიებებში არ არის", - ბენფიკას სიმბოლოდ ფრინველის გამოყენების შეჩერებისკენ მოუწოდეს"
თარიღი 29 ივლ 2022, 21:47

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო კავშირი „ბენფიკას“ მოუწოდებს, რომ არწივების გამოყენებას შეეშვას.

არწივი - პორტუგალიური კლუბის სიმბოლოა. ყოველი საშინაო მატჩის წინ, სტადიონის ფან-სექტორის თავზე იხსნება ბუდე, რომლიდანაც ეს ფრინველი ამოდის.

ორგანიზაცია „ცხოვებელთან ეთიკური ქცევის მომხრე ხალხი“ „ბენფიკას“ თხოვნით მიმართავს, რომ არწივები ვიტორია და გლორია მატჩების წინ აღარ გამოიყენოს.

„ბენფიკა, არწივების ადგილი სპორტულ ღონისძიებებზე არ არის.

თუ დათანხმდების ფრინველების გათავისუფლებას, ჩვენ აგინაზღაურებთ ხარჯებს და მასკოტი-არწივის ჩინებულ ფორმასაც შეგიკერავთ, რომელიც ქომაგებში აუცილებლად გაჰიტდება. რას იტყვით?“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.