შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია - მილანმა 32+3 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
ბელგიური „ბრიუგეს“ ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბებმა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
„როსონერი“ „ბრიუგეს“ 32+3 მილიონ ევროს გადაუხდის, გარდა ამისა ბელგიურ კლუბს ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდანაც წილი ექნება.
დე კეტელარე „მილანთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიური ხელფასის სახით 2.3 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერის დახურვამდე მხოლოდ საბუთებზე ხელის მოწერაა დარჩენილი.
ფეხბურთელი იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად კვირას უნდა ჩაფრინდეს.
გასულ სეზონში დე კეტელარემ ბელგიის ჩემპიონატში 38 მატჩში 14 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.