ავტორიზაცია

კუნდეს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ჩელსიმ სხვა ვარიანტები მოიძია - ლონდონელები 3 მცველს აკვირდებიან

თარიღი 30 ივლ 2022, 12:04

ჟულ კუნდეს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ლონდონის „ჩელსიმ" სხვა მცველების ვარიანტების განხილვა დაიწყო.

როგორც ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, ლონდონური გუნდის შორტ-ლისტში შემდეგი ცენტრალური მცველები შედიან:

„პსჟ-ს" პრესნელ კიმპემბე, „ლესტერის" უესლი ფოფანა და „ბაიერნის" პავარი.

კიმპემბეზე კლუბმა პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართა, თუმცა „პსჟ-სთან" ჯერ ფასზე ვერ მოილაპარაკა, ფოფანაში „ლესტერი" 70 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო პავარს რაც შეეხება, ის მზადაა „ბაიერნი" დატოვოს, თუ რომელიმე გუნდისგან სერიოზულ შემოთავაზებას მიიღებს. 

ცნობისთვის, პავარი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორია: