ავტორიზაცია

2022/23-სეზონი ოფიციალურად იხსნება - დღეს, ორი სუპერთასი გაიმართება

2022/23-სეზონი ოფიციალურად იხსნება - დღეს, ორი სუპერთასი გაიმართება
თარიღი 30 ივლ 2022, 12:29

დღეს, 2022/23-სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

ლესტერში, სტადიონ „ქინგ ფაუერ სტედიუმზე" ერთმანეთს ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში „მანჩესტერ სიტი" და „ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

მატჩი დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

„მან სიტი" ამ შეხვედრაში ინგლისის ჩემპიონის სტატუსში წარსდგება, „ლივერპული" კი - ქვყენის თასის.

„ქალაქელებმა" ინგლისის სუპერთასი უკანასკნელად 2019 წელს მოიგეს და ჯამში აღნიშნული ტიტული 6-ჯერ აქვთ მოგებული, „ლივერპულის" უკანასკნელი გამარჯვება კი 2006 წლით არის დათარიღებული, ჯამში კი გუნდს სუპერთასის ტიტული 10-ჯერ აქვს მოპოვებული.

Report: FC Bayern vs. Leipzig - Bundesliga 20/21

აღნიშნული მატჩის დასრულებისთანავე, 22:30 საათზე დაიწყება გერმანიის სუპერთასის შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს „ლაიპციგი" და „ბაიერნი" დაუპირისპირდებიან.

„ლაიპციგისთვის" გასულ სეზონში მოგებული გერმანიის თასი ისტორიაში პირველი ტიტული იყო, „ბაიერნი" კი სუპერთასზე ტრადიციულად, ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით წარსდგება. 

აღნიშნული ერთმატჩიანი თასის გატამაშება 2010 წლიდან განახლდა და ამ პერიოდში „ბაიერნმა" მისი მოგება 9-ჯერ მოახერხა.