ავტორიზაცია

ახალი დეტალები — როდის წარადგენს ბარსელონა კუნდეს?

ახალი დეტალები — როდის წარადგენს ბარსელონა კუნდეს?
თარიღი 30 ივლ 2022, 16:55

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "სევილიას" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ტრანსფერი საბოლოოდ დახურა.

კატალონიელებმა 23 წლის ფრანგის თაობაზე სრული შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს.

ასე და ამგვარად, ახალგაზრდა ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" კუნდეს 1 აგვისტოს წარადგენენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ფრანგ უკანახაზელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.