ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა დე იონგის ალტერნატივა შეარჩია და 42-მილიონიანი შეთავაზება გაამზადა

მანჩესტერ იუნაიტედმა დე იონგის ალტერნატივა შეარჩია და 42-მილიონიანი შეთავაზება გაამზადა
თარიღი 30 ივლ 2022, 19:35

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე წინადადებით მიმართავს.

ინგლისური გრანდი რომაელებს 27 წლის სერბის სანაცვლოდ 42 მილიონ ფუნტს შესთავაზებს, იტყობინება Daily Mail-ი, Il Messaggero-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დიდი ალბათობით, იტალიური კლუბი ამ წინადადებას არ დათანხმდება, რადგან დაახლოებით 60 მილიონის მიღება სურს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუ" "ლაციოს" ერთ-ერთ ლიდერში "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ალტერნატივას ხედავს.

ცნობისთვის, მილინკოვიჩ-სავიჩს "არწივებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლამდე აკავშირებს.