რონალდუ მომავალთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის და ხელფასის საგრძნობლად შემცირებაზეც კი თანახმაა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლა უნდა.
როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, 37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს აზრი არ შეუცვლია.
გავრცელებული ცნობით, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და სწორედ ამიტომ აქვს "ეშმაკუნების" რიგების დატოვება გადაწყვეტილი.
აღინიშნება, რომ კრიშტიანუ მზად არის ხელფასის საგრძნობლად შემცირებასაც კი დათანხმდეს.
არ არის გამორიცხული ლისაბონის "სპორტინგის" რიგებში დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ იჯარის წესით.
მოგეხსენებათ, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა და 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.