VIDEO: დებიუტანტების გოლები და უხვგოლიანი მატჩი! ლივერპულმა ინგლისის სუპერთასი 2006 წლის შემდეგ პირველად მოიგო
ინგლისური სეზონი ოფიციალურად „ლივერპულისა“ და „სიტის“ სუპერთასის მატჩით გაიხსნა.
„ქინგ ფაუერ სტედიუმზე“ ერთმანეთს დაუძინებელი მეტოქეები „ლივერპული“ და „მან სიტის“ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება კლოპის გუნდს დარჩა - 3:1.
ანგარიში ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა 21-ე წუთზე გახსნა, 70-ზე დებიუტანტმა ხულიან ალვარესმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა 83-ზე მო სალაჰმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.
მატჩში წერტილი კი 94-ე წუთზე „ლივერპულის“ ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა დასვა და მერსისაიდულმა გუნდმა 2006 წლის შემდეგ ინგლისის სუპერთასი პირველად მოიგო.