ავტორიზაცია

VIDEO: 8-გოლიანი თრილერი და ნამდვილი სანახაობა! გერმანული საფეხბურთო სეზონი საოცრად გაიხსნა

თარიღი 31 ივლ 2022, 00:34

გერმანული საფეხბურთო სეზონი ნამდვილი საფეხბურთო თრილერით გაიხსნა.

სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს „ლაიპციგი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდნენ, შეხვედრა საოცრად უხვგოლიანი გამოვიდა და გერმანიის ჩემპიონის გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

პირველი ტაიმი „ბაიერნმა“ მუსიალას, მანეს და პავარის გოლებით 3:0 დამაჯერებლად მოიგო და თითქოს, ნაგელსმანის გუნდისთვის პრობლემებსაც არაფერი მოასწავლებდა.

მეორე ტაიმში ჰალსტენბერგმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მალევე გნაბრიმ 3-ბურთიანი უპირატესობა ტაბლოზე აღადგინა და ბევრს ეგონა, რომ ამჯერად მაინც ნამდვილად დახურა ყველანაირი კითხვები.

თუმცა, 77-ე წუთზე კრისტოფერ ნკუნკუმ პენალტი ზუსტად შეასრულა, 89-ზე კი დანი ოლმომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ინტრიგა გააცოცხლა.

მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა მატჩში მაინც „ბაიერნმა“ თქვა - 90+8 წუთზე ლეროი სანემ მეხუთე გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილიც დასვა. 

ამრიგად, „ბაიერნმა“ ისტორიაში მეათედ მოახერხა გერმანიის თასის მოგება.